// საიტის სტატისტიკა

// გამოკითხვა

// რეკლამა

// რეკლამა

ძალიან ლამაზი დიზაინი

ავტორი:Guest // სისტემა: // ნანახია :761



დასახელება : Niko Gomelauris Leqsebi / ნიკო გომელაურის ლექსები


აღწერა : ნიკო გომელაურის მიერ დაწერილი გამოქვეყნებული და ასევე გამოუქვეყნებელი ლექსების კრებული






******

დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს...




***********


წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს...
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს...


************


დაიღალა მთვარე ღამით,დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,ზღვამ იცვალა ზნე.
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,არ იღლება დრო...



***********

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.



*********


როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .ორი ათასი წელი განვიცდი . . .ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .იცის მოკლავენ , განა შტერია.ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა !-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . .



*******


გადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის...


**********


ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...


კომენტარების დამატება

სულ კომენტარები:0
ityCode { width:135px; height:35px; font-size:14pt; position:absolute; -ms-filter: "progid:DXImageTransform.Microsoft.Alpha(Opacity=50)"; filter: alpha(opacity=50); -moz-opacity: 0.5; -khtml-opacity: 0.5; opacity: 0.5; }


სახელი *:
Email:
კოდი*: